პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განმარტებით, თემა, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.
მისივე შეფასებით, ეს რღვევის პროცესი არ არის.
„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.