მთავარი ციტატა

“იმის გამო, რომ ვლაპარაკობ, ივანიშვილს შეუძლია მომკლას” – ფადი ასლი

“თუ ბიზნეს ორგანიზაციების ხელმძღვანელები ალაპარაკდებიან, ისინი დაისჯებიან ისე, როგორც მაგალითად, მე. ისინი გაირიყებიან. მათი ბიზნესი დაზარალდება. სრული პარალიზება მოხდება, მაგრამ როცა თანხმდები, გახდე ბიზნეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენს თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ილაპარაკო. მე სწორედ ამას ვაკეთებ. როგორ ფიქრობთ, ჩემს ბიზნესზე არ აისახება ეს? მე შევაჩერე ჩემი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. მთავრობიდან მე არავინ მესაუბრება და დიახ, შეიძლება, ბატონმა ივანიშვილმა ვინმე მომიგზავნოს, რომ ქუჩაში მცემოს ან მომკლას. შეუძლიათ, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დამიმონტაჟონ. სახლში ან ოფისში ნარკოტიკული საშუალებები ჩამიდონ და ნარკოდილერად გამომაცხადონ. მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ და მე ეს რისკები გააზრებული მაქვს, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა, დავიცვა ჩემი ორგანიზაციის წევრები, ამ რისკებზე მაღლა დგას ”

ფადი ასლი

რუსთავი 2

იტვირთბა....