ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე:  ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ზრდა ფიქსირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყაროს გამოყენებამ და მათთან თანამშრომლობამ ძალიან საგანგაშო და სახიფათო შედეგი გამოიღო საზოგადოებისთვის.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ზრდა ფიქსირდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული ქურდობის, ძარცვის და ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის გარდა ფიქსირდება ყველაზე საშიში, ორგანიზებული ყაჩაღობის ზრდა. მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი, მოქმედებენ ერთმანეთთან შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. სამწუხაროდ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს რომელიც იქნება მიმართული ამ უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საზოგადოება უკვე მიეჩვია  საინფორმაციო გამოშვებებში მძიმე კრიმინალური ქრონიკის მოსმენას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება, ეს არის ვითარება რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. საფრთხეს უქმნის ჩვენ შვილებს, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ და მიმართული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისგან ამის მზაობას“, –  განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....