“პირველ რიგში, მინდა გითხრათ ის, რომ ირაკლი[ღარიბაშვილი] ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. ბუნებრივია, მე მასთან კომუნიკაცია მქონდა. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ის დაბრუნდა პარტიაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ ირაკლი „ქართული ოცნების“ შექმნის დღიდან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მისი დაბრუნება პარტიისთვის ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან შევძლებთ, პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და გავხადოთ უფრო ეფექტური. ირაკლის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია”.
მამუკა ბახტაძე, პრემიერი