ფემინისტურმა ჯგუფმა ქუთაისში, ქალებზე ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში პერფორმანსები მოაწყო.
აქტივისტები საჯარო სივრცეებში საუბრობდნენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სხეულის სირცხვილი, სავალდებულო ჰეტერონორმატიულობა, სიღარიბე, მენსტრუაცია…
“მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და რას წარმოდგენა გაქვს სიყვარულსა თუ სხვა ფილოსოფიური საკითხებზე. მკაცრად განსაზღვრული კულტურული სცენარიდან გადახევევა ავტომატურად ნიშნავს ომის გამოცხადებას მათ წინააღმდეგ, ვინც შეთხზული, ფსევდომორალისტური პოზიციებიდან ცდილობს შენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებას”, – აცხადებს ერთ-ერთი გამომსვლელი:
‘’მენ-სტრუ-ა-ცი-ა“ “მენ-სტრუ-ა-ცი-ა“ ვიმეორებ მანტრასავით, რათა მოვიშინაურო ეს სიტყვა. დიდი დრო უნდა და ბევრი პრაქტიკა ხმამაღლა რომ წარმოთქვა, შეფაკლული ლოყებისა და უხერხული პოზის გარეშე”,- ამბობს თამ ფონიავა მენსტრუაციის თემაზე საჯაროდ საუბრისას: