ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ან სამუდამო მისცენ, თუ არადა, საერთოდ გამოუშვან” – გორში მოკლული ბავშვი მამა

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ.

როგორც ის განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნამ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. ბერიაშვილი დარწმუნებულია, რომ იაგო ნებიერიძე დანაშაულის ჩადენისას მარტო მოქმედებდა.

“სასამართლო გადაიდო, არაფერი განხილულა. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, სამუდამო უნდა მისცენ. ეს მოთხოვნა მხოლოდ მე არ მაქვს, მთელ საქართველოს აქვს, რომ სამუდამო მისცენ, თუ არადა, საერთოდ გამოუშვან, არც 14 და 15 წელი მინდა და არც არაფერი. როგორც მითხრეს, ყველაფერში მარტო მოქმედებდა. რასაც აკეთებდა, აცნობიერებდა ყველაფერს” – განაცხადა ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის გოგონას მკველელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა.

იტვირთბა....