საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტკაში დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება ვიღაცებს გაახარებთ და იმედი მიეცემათ.
გოგიჩაიშვილის თქმით, მას მოუწევს, სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
„ღარიბაშვილის დაბრუნება ალბათ ვიღაცებს გაეხარდებათ, იმედი მიეცემათ და მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედავენ. ამ საკითხის გადაწყვეტას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარია, სად ბრუნდება ღარიბაშვილი. „ქართულ ოცნებაში“ მას მთავარი ფორმულა ხვდება – ის ფორმულა, რომელიც კობახიძის საშუალებით გამჟღავნდა. მას მოუწევს, სასამართლოსთან და ჩინჩალაძესთან მიმართებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ამ ფორმულას იზიარებს თუ არა. ასევე, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს, რადგან მისი პრემიერობის დროსაც სასამართლოში ამ ადამიანების ჩაცემენტება მოხდა. მარტო პარლამენტის წევრებზე თითის გამოშვერა სწორი არ არის. არ მგონია, ბევრ ადამიანს უნდოდეს, „ქართული ოცნება“ ჩამოიქცეს და სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მან ირაკლი ღარიბაშვილთან პირად ნაცნობობაზეც ისაუბრა.
„ირაკლის ვიცნობ, პიროვნულად ძალიან ახლობლობა ჩვენ არ გვაკავშირებს. აუგს მასზე ვერ ვიტყვი. ერთია პიროვნება ირაკლი ღარიბაშვილი და მეორეა უკვე პოლიტიკოსი და პროცესების მონაწილე. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი-კობახიძის ფორმულას როგორ უყურებ, რომელიც დღეს ფაქტობრივად, უმრავლესობის პოზიციაა. თუ ვინმე ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას შეძლებს, აქ პიროვნებებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სასამართლოს საკითხზე სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკაში დაბრუნდა. ასევე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილიც ესწრებოდა.