ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკაში და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.
მისივე თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დაყენებას მიესალმებოდა.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება. ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.

იტვირთბა....