გია ვოლსკი “ქართულ ოცნებაში” ახლადშექმნილ, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკაში ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება, გარდა ამისა, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.