About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III V მიკრორაიონის, ჯავახეთის, ბზითაგორის, თრიალეთის, კალოუბნის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, დედაენის პარკის, მშრალი ხიდის ტერიტორიის, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიის, ათონელის, სანაპიროს, 9 აპრილის, ხიდის, თაბუკაშვილის, ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ჯორჯიაშვილის, ნადიკვარის, ფხოვის, ხაზინის, ფურცელაძის, ვეკუას, ჭანტურიას, ვაჩნაძის, პუშკინის, ხიდისთავის, მტკვრის, ტელეგრაფის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, ვიქტორ კუპრაძის და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ოდიშელიძის, გაგარინის, იმედაშვილის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის, სახოკიას, არდაზიანის, ოჩამჩირის, სოკრატ არშბას, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, დოლიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, ბზვანელის და ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”  – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....