მთავარი ციტატა

“თუ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პორტის პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ”

“სახელმწიფო, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ, უნდა მოვაწეროთ ხელი 600-მილიონიან პაკეტის დახურვას მაისი-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ისინი ვერ მოაწერენ ჩვენთან ხელშეკრულებას, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი თემა, სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას…. თუ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი, არც ადამიანურად, არც… თქვენ მგონი, ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებასთან და არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის, საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არანაირი დაზარალებული არ არის, ბრალდებული არ არის და ახლა ეძებენ, ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც”

მამუკა ხაზარაძე, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი

იტვირთბა....