„იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას” და იმდენად მიეჩვია საზოგადოება, რომ ყველა ბრალდებული თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო ყველა ბრალმდებელი – მისი მტკიცებულებების უტყუარობას, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი. დღევანდელი სასამართლო უკეთესია წლების წინანდელზე, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები საკუთარ თავზე იღებენ გამოძიების ფუნქციას. მეორე მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან პერსონებზე გვქონდეს საუბარი, ვინმე სარგებლობს ინდულგენციით, რომ თუ კითხვები გაგიჩნდა, მათ არ უნდა შეეხო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაკლად და ხინჯად დააჩნდება ამ ხელისუფლებას“.
რომან კაკულია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
წყარო: “კვირის პალიტრა”