ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხულოს მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია. ზოგიერთ სოფელში კი გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია, მოსახლების ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, გზების ნაწილი გაწმენდილია, აღდგენილია მოძრაობა კურორტ გოდერძიზე.

მოსახლეობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგიაც. ოფიციალური ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების სრულად გაწმენდას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

იტვირთბა....