aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

“ძირეული პრობლემა არის არა “კლანი”, არამედ მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც მზად არის მათ დაემორჩილოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთელი ერი – მისი როგორც ნათელი, ისე ბნელი ნაწილები – გაერთიანდა მურუსიძის და ჩინჩალაძის წინააღმდეგ. ესენი არიან ახლა ბოროტების განსახიერება.

მათ დაცვას არ ვაპირებ – მურუსიძის ზოგ საჯარო განცხადებას ვუსმინე და არავითარი სიმპათია მის მიმართ არ გამჩენია.

მაგრამ მე მგონი, ძირეული პრობლემა თავისთავად „კლანი“ კი არ არის, არამედ მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც მზად არის მათ ინსტრუქციებს დაემორჩილოს.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უვადოდ გამწესდა ამდენი მოსამართლე – რა უშლით ხელს, დაიკიდონ, რას ეტყვის „კლანი“? კი, „კლანთან“ უთანხმოების შემთხვევაში რაღაც საკითხში დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ, მაგრამ ინსტიტუციურად დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი გარანტიები აქვთ. ესე იგი, მათთვის კომფორტულია, როცა ვიღაცა ეუბნება, რა ქნან.

რაც შესაცვლელია, სასამართლოს ინსტიტუციური კულტურაა. როგორ შეიცვალოს, არ ვიცი. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგია გია ნოდია.

იტვირთბა....