ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბედუკაძის ცემაში სავარაუდო თანამონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა ავარიის დროს გარდაიცვალნენ

ლადო ბედუკაძის ცემაში სავარაუდო მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაიცვალა ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი.  ქალდანი, ლადო ბედუკაძეს ციხეში, მისი შვილის წამებაში ადანაშაულებდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი. ერთ-ერთი შორენა ქალდანის დეიდაა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედარი კი გუშინვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 10 წლამდე.

 

იტვირთბა....