ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მონაკვეთზე მოხდა. ზედა ეწერთან სატვირთო ავტომობილი და ML-ის მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 10 წლამდე.