დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, თამაზ ახობაძე, იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობს და უწყებისგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.
თამაზ ახობაძემ შიმშილობის დაწყება გუშინ, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
როგორც ახობაძე ამბობს, სამინისტრო უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს დაევალა მისთვის განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა.
მიუხედავად ამისა, უწყებამ მორიგება შესთავაზა, მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მისი ცენტრში აღდგენა კი არ სურთ.