თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე გაზით 2 ადამიანი გაიგუდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, ნაქირავები იყო. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი.
“ყაზტრანსგაზ – თბილისი“-ს ინფორმაციით, გვიან ღამით „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.
„კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა.
ამასთან, საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვე-მრიცხველი. სახლი სავარაუდოდ, გაქირავებულია.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.
განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობენ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც “მეტრონომს” შიმაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.