“ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ მამუკა მდინარაძე პასუხობს. მისის განცხადებით იმპიჩმენტზე საუბარი ძალიან არასერიოზულია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ყოველდღიურ რეჟიმში აკეთოს კომენტარები არასერიოზულ განცხადებებზე, რომელიც ეკა ბესელიას მხრიდან ისმის.
„რაღაც მიზანი ლეგიტიმური შეიძლება გამოძრავებდეს, მაგრამ ამ მიზნისკენ არ უნდა იარო არაკონსტიტუციური კანონის დაინიცირების გზით ერთის მხრივ და შემდეგ რაღაც ულტიმატუმების წაყენებით, რომ თუ მე არ დამიჭერთ მხარს ამ ინიციატივაში მე დავტოვებ უმრავლესობას. მე ვარ იმ ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელშიც 60 ადამიანია და ბუნებრივია ალბათ ჩემი მისამართითაც არის წამოსული ეს პრეტენზია მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ასეთ თემებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ჩვენ თუ შევალთ იმ თემებში რომ ყოველ დღე ეკა ბესელია რაღაცას იტყვის და მერე არასერიოზულ განცხადებებზე ჩვენ კომენტარები უნდა ვაკეთოთ საქმე დაგვრჩება გვერდზე,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე დააყენა საკითხი.