ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარკირების საფასური საათში მინიმუმ 50 თეთრიდან უნდა დაიწყოს” – ხმალაძე

დღეს, 27 თებერვალს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, რომ ავტომობილის პარკირების საფასური, შესაძლოა, საათში 50 თეთრი იყოს.

მისივე თქმით, საბოლოო ტარიფი საკრებულოს წევრებთან ერთად მსჯელობის შემდეგ გადაწყდება.

“საფასურის დადგენა უნდა დავიწყოთ მინიმალური ოდენობიდან და უნდა გაიზარდოს უკვე პროცესში დაკვირვების შედეგად. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემცირდეს კონკრეტულ არეალზე თავმოყრა და პარკირება”, — ამბობს ირაკლი ხმალაძე.

ზონალურ-საათობრივი პარკირება საპილოტე პროექტის სახით პირველი ივლისიდან ამოქმედდება. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის ქუჩა) და მიმდებარე ქუჩებია. თბილისის მერის, კალაძის თქმით, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4-ჯერ 15-წუთიანი პარკირებით

იტვირთბა....