მთავარი ციტატა

სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი არა, მაგრამ ობიექტი ვყოფილვარ – ენძელა მაჭავარიანი

“სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ ობიექტი ვყოფილვარ”, – ამის შესახებ “კურიერთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა.

არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა მალე კანონით დარეგულირდება. მსგავსი ქმედება დაისჯება ყველგან – საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში. კანონდამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება, თუკი მსგავს ქმედებას ერთი წლის განმავლობაში ისევ ჩაიდენს 500 ლარით. მაჭავარიანი კანონპროექტის თანაავტორია.

იტვირთბა....