ევროკავშირის უმღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო გემების გაგზავნას სთხოვს.
კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არ არიან, საკუთარი სამხედრო პერსონალი ჰორმუზის სრუტეში საფრთხის ქვეშ ჩააგდონ, თუმცა, მისი თქმით, კარი მთლიანად დახურული არ არის.
სრუტის ჩაკეტვის საკითხზე საუბრისას კალასმა შავი ზღვის მარცვლეულის გარიგება გაიხსენა, როგორც შესაძლო მოდელი.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეზე შესაძლოა, მსგავსი დიპლომატიური ჩარჩო იქნეს გამოყენებული.
„შავ ზღვის თავზეც დაფრინავდა რაკეტები და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ გაერო-მ მაინც მოახერხა მოლაპარაკება შავი ზღვის გარშემო ყველა ქვეყანასთან, რათა მარცვლეული შავი ზღვის გავლით გაეტანათ და აფრიკაში შიმშილი არ ყოფილიყო“, – აღნიშნა კალასმა.
ტრანსატლანტიკური ურთიერთობებზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამერიკის „ბოლოდროინდელ ნაბიჯებს“ ვერ იგებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვართ, მაგრამ მათ ბოლო ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ჩვენთან კონსულტაცია არ გამართულა და ომის მიზნებიც გაურკვეველია. ამავდროულად, მზად ვართ, ინვესტიცია ჩავდოთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში, რომელიც დიდ სტრესს განიცდის, მაგრამ ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებადობას შეეგუა.
„ერთი წლის შემდეგ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ყოველთვის უნდა ველოდეთ მოულოდნელ განვითარებას. ვინარჩინებ სიმშვიდეს და ვართ კონცენტრირებული“, – განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა

