აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა” – ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი 

საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს – ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გუნთერ კრიხბაუმის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა ძალიან სამწუხაროა“.

„ეს განსაკუთრებით სამწუხაროა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოუთმენლად ელიან. მაგრამ, როგორც ბოლო ანგარიშში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ეს სამწუხაროა. საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ამ გზაზე ევროკავშირის მიმართულებით წინ იაროს. ამ მიზნის მიღწევისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, ასევე, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა. სამწუხაროდ, საქართველოში ამის უზრუნველყოფა აღარ ხდება“, – განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.

იტვირთბა....