გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას თელასის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძის და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.