არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში შესაძლოა, უვადო პატიმრობა დაწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს.
“ე.წ. პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ. განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ნაწილში გავამკაცრეთ სანქციები. მაგალითად, არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული, რაც აქამდე ასე არ იყო”, — თქვა მეზვრიშვილმა