საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანიც ტოვებს.
დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა მმართველ გუნდში არსებული პრობლემები იყო.
როგორც ჟორჟოლიანმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უმრავლესობის დატოვებას ფრაქციის სხვა წევრებიც გეგმავენ.
„ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე, მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა, უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” უკვე დატოვეს: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.