ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

იტვირთბა....