ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია დღეს, 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბრიფინგზე საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

ბესელიასთან ერთად, განცხადებას ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძეც გააკეთებენ.

იტვირთბა....