ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის აზრით, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება აქამდე იმიტომ არ მოხდა, რომ მისი აღსარების მოსმენის შემდეგ, მოძღვარმა არ ჩათვალა საჭიროდ.
მისი განცხადებით, დეკანოზი მამალაძე ბათუმიდან მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ძალიან სწრაფად გადმოიყვანეს და ყველაფერი უცებ ჩააბარეს.
ზიარებას წინ უძღვის აღსარება, აღსარება ყოველთვის შეიძლება, აღსარების შემდეგ წყვეტენ, შეიძლება თუ არა ზიარება, თუ მას აღსარება აქვს ჩაბარებული და ვინც აღსარება ჩაიბარა, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეზიარებინა, იქიდან გამომდინარე, თუ რა თქვა მან აღსარებაში. მე რამდენადაც ვიცი, ის როცა გადმოვიდა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, უცებ მოხდა მისი გადმოყვანა, უცებ ყველაფრის გადაბარება, მე არ ვიცი ასეთი რა უნარები ჰქონდა, აქ მოვიდა საპატრიარქოში და უცებ ჩაიბარა ყველაფერი, თითქოს სხვა არავინ იყო მცხეთა- თბილისის ეპარქიაში და პატრიარქის გვერდით არავინ იდგა. არის ვარაუდები, რომ ცდილობდა თავისი თვალით დანახული მანკიერებების თუ დანაშაულების აღმოფხვრას, მაგრამ საკითხავია, აღმოფხვრას ცდილობდა თუ ამით მანიპულირებდა. წერილებშიც ჩანს ფარული მუქარა. თუ ის მანიპულირებას ცდილობდა და არ ინანიებს ამას, მაშინ არ ექმემდებარება ზიარებას. ფარული მუქარა ჩანს და მეუფე პეტრემაც არ მოუწონა საქმიცელი”, – განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, დაკავებული დეკანოზი მნახველებთან ღიად ამბობს ყველაფერს, რისი საჯაროდ თქმაც არ სურს.
“ის დაპატიმრებამდეც ესაუბრებოდა რამდენიმე მღვდელმთავარს, დაპატიმრების შემდეგაც გაუგზავნა წერილები, მეც მომწერა, რომ მენახა, მაგრამ შეგნებულად არ წავედი შესახვედრად. რადგან როგორც მასთან შეხვედრის შემდეგ ამბობენ, ისეთებს ამბობს, სჯობდა არ მოესმინათ. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი შეფასებები: რაც ჩვენ მოვისმინეთ, ღმერთმა ნუ ქნას, საზოგადოებამ გაიგოს, ნეტავ მეც არ გამეგო, ციხის კადრებზე უარესი გადასატანი იქნება, ეს არის ბედუკაძეობა… აქ მარტო კორუფციაზე ვერ იქნება საუბარი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მკვლელობის მცდელობის უკან იმალება უფრო დიდი დანაშული, იურიდიულად განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე უარესი? ან სახელმწიფო გადატრიალება, ან საპატრიარქოს გადატრიალება ან სხვა, იურიდიულად არადასჯადი რამ, მორალურ-ზნეობრივი საკითხი”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველამ რაღაც იცის და თქმას ვერავინ ბედავს.
“თუ რამეა, ეს უდნა თქვას დეკანოზმა, მე როგორც ვიცი, დეკანოზი ნებისმიერ შემსვლელს უყვება ყველაფერს და მგონია, რომ აქაც შეიძლება თამაშობდეს, არ არის გამორიცხული სურდეს, რომ ვინმე სუსტმა გამოიტანოს მისი ნათქვამი, შემდეგ დეკანოზმა თქვას, რომ ეს მისი სიტყვები არაა, და ამ სუსტს შეახოცონ ხელი. როგორც ჩანს, ის ბუნებით სხვა რამისკენაა მიდრეკილი, თუ მის წინა ბიოგრაფიებსაც გავიხსენებთ, ის არ არის შორის ამისგან”, – განმარტავს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი.