ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა ანაკლიას და „თიბისი ბანკს“ არ ემუქრება არანაირი საფრთხე
„მე გამოვრიცხავდი, რომ ანაკლიას უკავშირდებოდეს, პირიქით, ანაკლიის პროექტის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს ამ პროექტის განვითარებას. არანაირი კავშირი არ აქვს, დარწმუნებული ვარ ამაში. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ ეს ანაკლიას და საკუთრივ თიბისი ბანკს და საფინანსო სისტემას საქართველოში, არ ემუქრება არანაირი საფრთხე.
იყო კონკრეტულ ტრანზაქცია და კონკრეტული შეკითხვები და მე მჯერა, რომ ზუსტად ამ ტრანზაქციის შესახებ იქნება პასუხი გასაცემი და მეტი არაფერი. მე მგონია, რომ ანაკლიის პროექტი ცალკე მდგომი მნიშვნელოვანი მასიური პროექტია და ინვესტორების გადაწყვეტილება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა, მხოლოდ და მხოლოდ იქნება გამომდინარე იქიდან, რამდენად თვითონ ეს პროექტი იქნება გამართლებული“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგბახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკის საქმეზე” დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.