იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით, პასუხისმგებელ პირთა შორის იყო.
“ახლიდან დაიწყეთ სამოქმედო გეგმის ჩამოწერა თუ რა არის? დღევანდელი პროექტიდან, ყველგან ვარ ამოღებული. იქნებ გაითვალისწინოთ ძველ სამოქმედო გეგმაში როგორც იყო ჩამოწერილი, მოიკითხოთ აპარატში. ყოველდღე ახალი წესრიგი, მე ვფიქრობ, რომ არ არის სერიოზული, სადაც ვეწერე, ძალიან გთხოვთ ისევ იქ დამაბრუნეთ“, – ასე მიმართა გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს.
ოხანაშვილმა მას უპასუხა, რომ სამოქმედო გეგმის კანონპროექტებზე ყველა დეპუტატი, როგორც კომიტეტის პასუხისმგებელი პირი, მათი სურვილის მიხედვით შეირჩა.
“მუდმივი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე და პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ტკბება თავისი პოზიციით. თუ გეჩქარებათ სადმე, გეთქვათ თავიდან და მოგცემდით სიტყვას. პატივი ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ სტანდარტი, ეთიკის წესები და კოლეგიალურად ვიმოქმედოთ.
ხმას დაუწიე ლევან, თუ არ გინდა მშვიდად წარმოართო პროცესი, გთხოვ, დატოვო სხდომა. თუ სადმე გსურთ დამატება, დაგამატებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
“ეს ქვედა დინებები, ვიღაცას სადღაც გადასვამთ, გადმოსვამთ, შეინახეთ თქვენთვის. აქ ბიუროკრატიული შეხვედრა კი არ არის, პოლიტიკური ორგანოა. მოიქეცით ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ პარლამენტის წევრები”