ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია 

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე  სატვირთო მანქანას ცეცხლი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იტვირთბა....