aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რას ვიფიქრებდი, ლევილში ჩამოვიდოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი”

„ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებაა. პატარა რომ ვიყავი და ზოგჯერ, შაბათ-კვირას აქ [ლევილის მამულში] ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ერთხელ, სხვათა შორის, როდესაც აქ ჩამოვედი, 15 წლის წინ და როგორც საფრანგეთის ელჩი გამოვყევი სააკაშვილს, ვიყავით ლევილში და სხვადასხვა ადგილას. არ მეგონა, რომ აქედან წავიდოდი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც არის მოულოდნელი და დაუგეგმავი“.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

მან საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად, წირვას დაესწრო, შემდეგ ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა.

ფოტოები: 1TV.ge

იტვირთბა....