“ჩატარებული კვლევები ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ღუდუშაურის კლინიკასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებ ისეთი სურათი იხატებოდა, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობას ელოდა.
„მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის – ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდეთ”, – განაცხადა მამა ანდრიამ.
მისივე თქმით, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ნიკოლოზი უახლოეს პერიოდში აპირებს ზიარების მიზნით მოინახულოს მამა გიორგი.
ამავე თემაზე:
ექიმის ინფორმაციით, დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა