ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
როგორც მისმა უფლებადამცველმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, დეკანოზს გამოკვლევები უტარდება.
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
„ვიმედოვნებ, რომ ის გამოჯანმრთელდება. იმის გათვალისწინებით, რომ მარჯვენა მხარე უმოქმედოდ არის, მიმდინარეობს გამოკვლევა, რით არის განპირობებული. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მისი მდგომარეობა არასახარბიელო იყო. ციხის სამედიცინო პერსონალს, რა შესაძლებლობაც ჰქონდა, ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და დადგა ეს შედეგი. მისი მდგომარეობა იყოს წმინდა სინოდის წევრების სინდისზე, ნამუსსა და ღირსებაზე. უღირსები არიან და ღმერთი მოკითხავთ. კაცი ზიარებას ითხოვდა და არც აზიარეს. ღმერთმა სამაგიერო გადაუხადოს, სულიერი შვილი არ აზიარეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
იტვირთბა....