ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმის ინფორმაციით, დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ლაბორატორიაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა,“ – განაცხადა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე: დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება

წმინდა სინოდის წევრების სინდისზე იყოს მისი მდგომარეობა – მიხეილ რამიშვვილი

 

 

იტვირთბა....