aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბედუკაძე – მოქალაქემ მითხრა, რომ მოქალაქე მოვკალით, დაიწყო გინება, არც მამაო აინტერესებდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ციხის კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე მასზე თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ის ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ.ბედუკაძე ამბობს რომ შემთხვევა დღეს, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა.

“მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ მე და ჩემმა თანამშრომლებმა განვახორციელეთ რომელიღაც მოქალაქის მკვლელობა, მოვკალით. ვუთხარი სისულელეა ეს, წავიდეთ ხატთან დავიფიცოთ, მამაოსთან მივიდეთ. დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება, არც მამაო აინტერესებდა, არც ოცნება, დაიწყო გინება ოცნების, ივანიშვილის, ჩემზე გადავიდა და დამარტყა. ამ შემთხვევას ველოდი. გარკვეული პერიოდი ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, მქონდა ინფორმაცია გარკვეულ ეტაპზე. ვიცოდი, რომ გააქტიურდებოდა ნაციონალური მოძრაობა საამისოდ. ასევე, ველოდი ვაშაძის დაპირების, მუქარის ასრულებას ჩემი მისამართით. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ვაშაძის დაპირებას გადავრჩი, შუბლის გახვრეტასთან დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ მისი ვიდეო.

ნაცმოძრაობას სურს საგაზაფხულოდ საბოლოოდ ჩამოირეცხოს ე.წ. ციხის კადრებისგან მიყენებული ლაქა. არაფერიც არ მცემეს. ერთით ნულია, მაგრამ ჩემი რიგია. მე ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ…”, – თქვა ციხის კადრების ავტორმა.

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ცემეს. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

“მეტრონომს” ბედუკაძისა და ერთ-ერთ პირს შორის დაპირისპირების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლითაა დაწყებული. იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....