ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათელაშვილი მოსამართლეების არჩევას რეფერენდუმის გზით ითხოვს

ბოლო პერიოდის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო არჩევასთან დაკავშირებულ მოვლენებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოსამართლეებს საზოგადოება რეფერენდუმის გზით უნდა ირჩევდეს.

“ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს ეს გახლავთ ხალხის მიერ ყველა მოსამართლის არჩევა. ეს არის გზა, რომელიც გაიარა დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....