ახალი ამბები ბანკები ეკონომიკა მთავარი

ეს რეგულაცია სამუდამოდ არ უნდა შევინარჩუნოთ – რომან კაკულია სესხის გაცემის წესების ცვლილებაზე

“ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ”, –  ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბანკო რეგულაციებზე, კონკრეტულად კი ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ცნობიერების განვითარების პირობებში, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა.

“ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში, ალბათ შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა,”- განაცხადა რომან კაკულიამ “TV პირველის” ეთერში.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შემზღუდავი რეგულაციები 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

როგორ ავიღოთ სესხი ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ – ეროვნული ბანკის ახალი დებულება

იტვირთბა....