1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები სესხის აღებათან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რეგულაციები ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე.
ეროვნული ბანკის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, ორგანიზაცია, რომელიც სესხს გასცემს უნდა შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ უნდა გასცეს იმ რაოდენობის თანხა, რისი გადახდის შესაძლებლობაც მსესხებელს არ აქვს. სესხის აღების პროცესში თუ საკმარისი შემოსავალი არ არსებობს და შესაბამისმა კომისიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მსესხებელს შეუძლია ჰყავდეს ე.წ. თანამსესხებელი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს მისი საოჯახო მეურნეობის წევრი.
დებულებით, დგინდება ერთიანი მაქსიმუმი ზღვარი, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად:
იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი
სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი
უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი
სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.
განისაზღვრა ასევე სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც:
1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს
სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% -ია
2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 55%;
4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში, სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.