ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ შვილის დაკავებასთნ დაკავშირებით ინტერპრესნიუსთან კომენტარი გააკეთა.
როგორც აბრალავა განმარტავს, მისმა შვილმა, გრიგოლ აბრალავამ, რომელიც ნორვეგიაში დააკავეს, აუდიტის სამსახურში უფასო შვებულება დაწერა და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა.
“სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, ჩემ შვილს ბრალი არ უმტკიცდება. როცა ცუდ საქმეზე მიდიან, არავის არც პასპორტი აქვს, არც ტელეფონი. გარეთ ქუჩაში იყვნენ, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ჩემმა შვილმა პასპორტი და ტელეფონი აჩვენა, პოლიციელები ჯერ წავიდნენ, თუმცა შემდეგ დააკავეს.
მე მითხრა, რომ გერმანიასა და პოლონეთში წავიდნენ მეგობრები, ვიზალიბერალიზაციით ისარგებლეს. ჩემი შვილი უფასო შვებულებაში გავიდა და ისე წავიდა.
სხვა სფეროში გადასვლა უნდოდა – აუდიტის სამსახურში მუშაობს.
ვანო ზარდიაშვილის პროტექციას უკავშირებენ ჩემი შვილის მუშაობას. სანამ ვანო ზარდიაშვილი აუდიტის სამსახურში მივიდოდა, ჩემი შვილი მანამდე მუშაობდა. ერთი შვილი ლონდონში მუშაობს. ესენიც წასულები იყვნენ და ძალით ჩამოვიყვანე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბრალდებაა ყველაფერი, რატომ დავიბადეთ, რატომ ვიცნობთ ვინმეს, რატომ ვსუნთქავთ და ა.შ. “რუსთავი2″, -ის იდეოლოგიით ვცხოვრობთ” – განაცხადა ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა ანზორ აბრალავამ.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა ნორვეგიაში დააკაცეს. ფაქტი შინაგან სამქეთა სამინისტრომაც დაადასტურა.