მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობაზე დააკავეს.
როგორც “მეტრონომს” ზარდიაშვილმა განუცხადა, ოჯახი ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს.
“რატომ არის ეს საინტერესო? არ ვიცი, ეს ინფორმაცია მეც “რუსთავი 2-გან” გავიგე, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ეს ჩვენთვისაც ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ ჩემი ცოლის ძმა არის ზრდასრული ადამიანი. შესაბამისად, ის თავად აგებს საკუთარ საქციელზე პასუხს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი კეთილმოსურნეები ნორვეგიის პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენაში არ დამდებენ ბრალს. შეიძლება, ეგეც მოსალოდნელი იყოს, რომ ზარდიაშვილმა ნორვეგიის პროკურატურაზე ზეწოლა განახორციელა”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.