შსს-მ “მეტრონომს” დაუდასტურა “კურიერის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ შორის, გრიგოლ აბრალავა.
გრიგოლ აბრალავა არის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის ნორვეგიაში დაკავებასთან დაკავშირებით, რის გამოც “მეტრონომმა” კომენტარი თავად დეპუტატ ზარდიაშვილს თხოვა. მან “მეტრონომთან” იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიის პროკურატურაზე ზეგავლენაში არ დასდებენ ბრალს.