aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: ბესელია თავისით იტყვის, რომ დავით კირკიტაძე პოლიტპატიმარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” წევრმა, ეკა ბესელიამ გარდაუვალი პროცესები სათავისოდ  გამოიყენა და დასწრებაზე ითამაშა.

“მურუსიძე სხვაგან იყო? ახლა გაჩნდა სასამართლო სისტემა? აქამდე ვერ ხედავდა ბესელია? ის მოიქცა, როგორც პოლიტიკოსი, საბაბად გამოიყენა გარდაუვალი პროცესი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და დასწრებაზე ითამაშა”, – ამბობს ხუხაშვილი.

როგორც მან “რუსთავი 2-ის” ეთერში აღნიშნა, ე.წ ძველი გვარდიის წევრებს გარკვეული წითელი ხაზები აქვთ.

“ისინი თავის დროზე იბრძოდნენ, გარკვეული მორალური სტანდარტი გააჩნიათ და მთლად პლინტუსს ქვემოთ არ აქვთ თავმოყვარეობა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მოვა დრო, როცა ეკა ბესელია თავისით იტყვის, რომ დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური პატიმარი.

“პროცესები ისე მიდის, ეკა ბესელია თავისით იტყვის, რომ კირკიტაძე პოლიტპატიმარია. რეალურად, “ქართული ოცნების” 80 % არის ეკა ბესელია – მის მსგავსად მოაზროვნე და შინაგანი პროტესტის მქონე. ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგი ხვდება, რომ გემი იძირება და დროა, გემიდან გაიქცნენ. ყველას თავისი მოტივაცია აქვს, ბაბილონის გოდოლი უკვე ნგრევის პროცესშია”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე: ფსევდორელიგია და ფსევდოერთიანობა “ქართულ ოცნებაში” – გია ხუხაშვილის ვიდეობლოგი “მეტრონომზე”

იტვირთბა....