“ბიძინა ივანიშვილი დადგა დილემის წინაშე, შეეცვალა ყველაფერი, დაბრუნებულიყო დედამიწაზე, მოეხდინა თავის ინსტიტუციონალიზაცია, ძალის ცენტრი მოეყვანა თანხვედრაში ან ჰქონოდა მცდელობა, რომ ოლიმპოზე დარჩენილიყო ანუ ზეადამიანის სტატუსი შეენარჩუნებინა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერი სექტანტურ ალგორითმს ეპოტინება.
“როგორც ჩანს, ოლიმპოზე ჯდომა კომფორტულია და მან უარი თქვა ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებაზე, ეპოტინება ამ სექტანტურ ალგორითმს, ზეადამიანის ფუნქციას, თუმცა, ჩეულებრივი მეთოდებით ეს შეუძლებელია, სარწმუნოებაში რომ დააბრუნო ადამიანები, გარკვეული სასწაულების მოხდენაა საჭირო”, – ამბობს ხუხაშვილი.