ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ სოციალური მუშაკები სააგენტოდან წასვლას გადაიფიქრებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია იმედოვნებს, რომ სოციალურ მუშაკთა ნაწილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დატოვებას მარტიდან აპირებს, წასვლას გადაიფიქრებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები გადანაწილებული არიან იმ ორ ტერიტორიულ ერთეულში, საიდანაც თანამშრომლები წავიდნენ.

„შევხვდით იმ თანამშრომლებს, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მარტამდე ნაწილი გადაიფიქრებს წასვლას. თუმცა ჩვენ აქტიური ზომები გვაქვს მიღებული და ვეძებთ ალტერნატივას.

წინა კვირაში ვიყავი რეგიონებში და მქონდა შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან. ასევე შევხვდი სოცმუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ჩვენ და ასოციაცია ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი რეფორმები, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო, კიდევ უფრო სწრაფი რეჟიმით განვავითაროთ და გავაძლიეროთ სოციალური სამუშაო საქართველოში”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ამავე თემზე: ომბუდსმენი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს სოციალურ მუშაკებს, სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით

შეგახსენებთ, თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებიდან ოთხი სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს. რის შემდეგაც,  სოციალურმა მუშაკებმა სისტემური პრობლემების  შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.

მათი ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და პარალელურად, სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა.

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ (ვიდეო) 

 

 

 

იტვირთბა....