“სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, ძალიან მდგრადი პოლიტიკური ცხოველი, რომელიც ახერხებს იყოს აქტიური ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ხელშეწყობის გარეშე. ჩვენც ხელს ვუწყობთ რადგან, ასეთი თემებით ხდება რეალური პრობლემების გადაფარვა. ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბრად ქმნიან დღის წესრიგს და თანაბრად სცოდავენ იმაში, რომ პრობლემების გადავწყვეტის ნაცვლად, იმას ვიხილავთ, რა პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობს ძებნილი პრეზიდენტი. ემიგრაციის მხარდაჭერა ძალიან დიდი ნათქვამია. ვინ არის ეს ემიგრაცია, ვინ მისცა ადამიანებს უფლება ემიგრაციის სახელით ილაპარაკოს…”
სოფო ხორგუანი
მთაწმინდის რაიონის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი