ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ დედამისი მონაა, არ დაგიჯერებთ” – მოსამართლე დოლიძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მოსამართლე მაკა გორგაძის  შვილისა და რძლის ლექტორია და მათთვის დიდი ავტორიტეტი. ასე დაიწყო გორგოძემ მოსამართლეთა გასვლით კონფერენციაზე დოლიძის მიმართ სიტყვის წარმოთქმა.

მოსამართლის თქმით, მისი შვილი დოლიძესთან ერთად იდგა შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერ აქციებზე და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

“ის თქვენთან ერთად მონაწილეობდა ყველგან, რაც მისთვის სიმართლედ აღქმულ გარემოებას ეხებოდა. რომ შებრძანდებით აუდიტორიაში, ნუ ეტყვით ჩემს შვილს, რომ მისი დედა მონაა იმიტომ, რომ არ დაგიჯერებთ. იცის ჩემმა შვილმა, რომ ის მონას არ გაუზრდია”, — აღნიშნა მოსამართლემ

იტვირთბა....