ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ექიმების გადაწყვეტილებით, 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.

მეზობლების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

ბრალდებულის მეგობრების განცხადებით, მის ფსიქიატრიულში დატოვებაზე უარი განაცხადეს, რადგან თანხის გადახდას ითხოვდნენ. 

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უარყოფენ ასევე ბრალდებას, რომ მათ პაციენტისგან წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვეს.

 

იტვირთბა....