ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე” – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 29 წლის მამაკაცის შესახებ განმარტებას აკეთებენ

მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის მეზობლების და მეგობრების განცხადებებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პასუხობენ. არსებულ ცნობით, მამაკაცი, რომელსაც ბრალად 13 წლის ძმიშვილის მკვლელობა ედება, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის მკვლელობის წინა დღეს არა ადეკვატურად იქცეოდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე ამბობს, რომ 29 წლის მამაკაცი ნარკოლოგიურ საავადმყოფოში, სადაც მოქალაქემ დარჩენა თავად არ მოისურვა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უარყოფენ ასევე ბრალდებას, რომ მათ პაციენტისგან წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვეს.

„მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონალური მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და თავად მოქალაქე უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო სტანდარტის ფარგლებში არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი, არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იქნას მხოლოდ ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში, ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია, მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონალურმკურნალობაზე, მიეცა რეკომენდაცია რომ მიემართა ფსიქიატრიული სტაციონარისთვის მის თანხმლებ პირებს, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვისამ მოქალაქეს რა მიუმართავს და დატოვა ტერიტორია,“ – აცხადებს ლაშა კილაძე.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.

იტვირთბა....